კუთხეები



 


ქართლი
 ქართლი — მხარე აღმოსავლეთ საქართველოში. სახელწოდება მომდინარეობს იმ მთისაგან, სადაც ლეონტი მროველის ცნობით დაემკვიდრა ქართველთა ლეგენდარული ეთნარქი - ქართლოსი. მთა “ქართლი” იქცა ქალაქ “ქართლად” (მოიცავდა მცხეთას და წიწამურს), შემდეგ შეიქმნა “დიდი ქართლი”, აქედან კი სახელწოდება მთელ მხარეზე გავრცელდა.
ეთნიკურ-გეოგრაფიულად ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი და ქვენა სოფელი. სავარაუდოდ ამ ერთეულთა შორის მიჯნა მტკვარზე გადიოდა. მოგვიანებით, ისტორიული ქართლი გეოგრაფიული მდებარეობისა და უმთავრესი მდინარის მტკვრის დინების მიხედვით სამ ნაწილად იყო გაყოფილი:
  1. ზემო ქართლი - მხარე მტკვრის ზემო დინებაზე. მასში შედიოდა ტაო, კლარჯეთი, კოლა, არტაანი, შავშეთი, სამცხე, ჯავახეთი, თორი. ტერმინი შეესაბამება გვიანდელი ხანის “მესხეთს”.
  2. შიდა ქართლი - მხარე მტკვრის შუა დინებაზე, ცენტრით ქალაქ გორში. მხარის ჩრდილოეთ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლების წლებში შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი.
  3. ქვემო ქართლი - მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე, ცენტრით ქალაქ რუსთავში. იგი მოიცავს ისტორიულ მხარეებს: სკვირეთი, თრიალეთი, სომხითი, საბარათიანო, დბანისხევი და სხვა.
ქართლის ტერიტორია ძვ.წ. IV საუკუნიდან ქართლის (იბერიის) სამეფოში შედიოდა, რომლის დედაქალაქი ჯერ მცხეთა იყო, შემდეგ თბილისი. X საუკუნეში იგი გაერთიანებული ქართული სახელმწიფო ცენტრი გახდა. XV-XVIII საუკუნეებში აქ ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო (მოგვიანებით, ქართლ-კახეთის სამეფო), რომელიც 1801 წელს ინკორპორირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ.
დღევანდელი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური დაყოფით ისტორიული ქართლის ტერიტორია შედის შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის მხარეებში



კახეთის ისტორიული რეგიონის მდებარეობა საქართველოშიკახეთი


კახეთიისტორიული რეგიონი აღმოსავლეთ საქართველოში. მოიცავს მდინარე ივრის შიდა და ქვემო დინებისა და მდინარე ალაზნის აუზს. კახეთის ცალკეულ მხარეებს ეწოდებოდა გარეკახეთი (მდინარე ივრის შუა წელი), ქიზიყი (მდინარე ივრის ქვემო წელი), შიგნიკახეთი (მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო) და გაღმამხარი (მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო). უძველეს დროს კახეთი გაცილებით მცირე ტერიტორიას მოიცავდა (მდინარე ივრის ზემო წელი თიანეთსა და უჯარმას შორის). ცენტრი ჩელეთი (ჟალეთი). IV საუკუნიდანუჯარმა. კახეთზე გადიოდა მნიშვნელოვანი გზები. ხელსაყრელი სტრატეგიული მდებარეობის გამო დროთა ვითარებაში თავდაპირველი კახეთის გარშემო გაერთიანდა მომიჯნავე პოლიტიკური ერთეულები. ადრინდელი ფეოდალურ ხანაში კახეთი უკვე ერწო-თიანეთისა და თუშ-ხევსურეთის ტერიტორიასაც მოიცავდა. VIII საუკუნის ბოლოს კახეთის შემადგენლობაში შევიდა აგრეთვე კუხეთი და ჰერეთის ტერიტორიის ნაწილი (XV საუკუნიდან კი მთელი ჰერეთი). XI საუკუნიდან კახეთის პოლიტიკური ცენტრი თელავი, XV საუკუნიდანგრემი.
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით კახეთი მოიცავს ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღის, ყვარლის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას და ქართველ მთიელთა ეთნოგრაფიულ კუთხეს - თუშეთს.

ტრადიციები

კახეთი მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთი უძველესი კერაა. აქ ვაზის 80-მდე ჯიშია გავრცელებული.
კახეთი აგრეთვე ცნობილია ჩურჩხელით. ბამბის ძაფზე ასხმულ ნიგოზს, თხილს, ქიშმიშს ან ჩამიჩს თათარაში სამჯერ ავლებენ. ასე მზადდება აღმოსავლეთ საქართველოში ჩურჩხელა და დასავლეთ საქართველოში ჯანჯუხა. კარგი ჩურჩხელა და ჯანჯუხა გაზაფხულამდე ძლებს. საუკუნეების განმავლობაში ქართველ მოლაშქრეთა ერთ-ერთი მთავარი საკვები ჩურჩხელა იყო.
დიპლიპიტოდასარტყამი საკრავია. იგი შედგება ტოლი სიმაღლის (20-25სმ) და სხვადასხვა დიამეტრის თიხის ორი ქილისაგან, რომლებზეც ციკნის ტყავი ან ხარის ფაშვია გადაკრული. ნაირფრად მოხატული ქილები თასმითაა გადაბმული. დიპლიპიტოზე ხის ორი პატარა ჯოხით უკრავენ. ჟღერადობის გასაძლიერებლად ტყავს ცეცხლზე ათბობენ.

არქიტექტურა

ალავერდის საკათედრო ტაძარი
ალვერდის სამონსატრო კომპლექსი და, იმავდროულად საეპისკოპოსო ცენტრი, ალაზნის ველზე მდებარეობს. კომპლექსის მთავარი ტაძარი XI საუკუნის დასაწყისში წმინდა გიორგის სახელზეა აშენებული და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ეკლესიაა. ალავერდი გარედან ძუნწად არის შემკული ორნამენტებით, რაც დამახასიათებელია კახეთის ძეგლებისათვის.
სიღნაღი
ქალაქი სიღნაღი XVIII საუკუნეში, მეფე ერეკლეს დროს აშენდა და შემოიზღუდა დიდი გალავნით, რომელსაც 23 კოშკი და 5 ჭიშკარი ჰქონდა. მოგვიანებით, როცა სიღნაღის მცხოვრებთა რაოდენობა გაიზარდა, გალავნის ნაწილი ქალაქის შიგნით მოიქცა. დღევანდელი ქალაქის დიდი ნაწილი XIX საუკუნეშია გაშენებული.
დავითგარეჯა. კედლის მხატვრობა
დავითგარეჯა სამონასტრო კომპლექსია დავითგარეჯა ნახევრად უდაბნო ადგილას, გარეჯის კლდოვან მთებში. ის VI საუკუნეში დავით გარეჯელმა დააარსა. დავით გარეჯელი იყო ერთ-ერთი იმ ცამეტ ასურელ მამათაგან, რომლებმაც VI საუკუნეში საქართველოს სამონასტრო ცხოვრებას ჩაუყარეს საფუძველი. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე დავითგარეჯში ბერად აღიკვეცა და რამდენიმე წელს მოღვაწეობდა დიდი ქართველი განმანათლებელი სულხან-საბა ორბელიანი.

იმერეთი 
 ფაილი:ImeretiHistorical.jpg

იმერეთი — დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე, ამჟამად იმერეთის მხარის ნაწილი. ვრცელი მნიშვნელობით იგი დასავლეთ საქართველოს ისტორიული სახელწოდებაა, ისევე როგორც ძველი კოლხეთი, ეგრისი, აფხაზეთი.
საკუთრივ იმერეთი შემოსაზღვრულია აღმოსავლეთით ლიხის ქედით, დასავლეთით ცხენისწყლით, ჩრდილოეთით კავკასიონის ქედით და სამხრეთით ფერსათის, ანუ მესხეთის მთებით. სახელწოდება დაკავშირებულია ამ მხარის მდებარეობასთან, იმერეთი, ანუ ლიხსიქითა მხარე.
იმერეთი იყოფა ორ ნაწილად: ზემო და ქვემო იმერეთად. იმერეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები ადასტურებს, რომ ამ მხარეში ადამიანს ცხოვრება, ჯერ კიდევ, ქვედა პალეოლითის ხანაში დაუწყია. მათ შორისაა საკაჟიის და ჭახათის (მდ. წყალწითელას ნაპირზე), დევისხვრელის (მდ. ჩხერიმელას ნაპირზე) გამოქვაბულები, სათაფლიის მიდამოები და სხვა. საქალაქო ცხოვრების უძველესი პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები ნაპოვნია ქუთაისში, ვანში, ვარციხეში (როდოპოლისი), შორაპანში და სხვა. მხარის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ამ ქალაქებს ოდითგანვე დიდი სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა.

ბუნება

მდ. წყალწითელა წყალტუბოს რაიონში
იმერეთის მხარე ფლორითა და ფაუნით მდიდარია. მის ტერიტორიაზე ტყის მასივებს 250 000 ჰა უჭირავს, რომელიც ძირითადად მთაგორიან ლანდშაფტზეა განფენილი. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2850 მეტრია. ფოთლოვან ტყეებთან ერთად აქ გვხვდება წიწვოვანი და შერეული ტყეები, კავკასიისათვის დამახასიათებელი ფაუნის წარმომადგენლები — კავკასიური დათვი, ტახი, ირემი, შველი, მელა, მგელი და ტურა, ფართოდაა წარმოდგენილი ფრინველთა სამყარო. ჯერ კიდევ შემორჩენილია ეკოლოგიურად სუფთა და ხელშეუხებელი ბუნება, განსაკუთრებით მთაგორიან რეგიონებში. ასეთ ზონებს მიეკუთვნება სათაფლიის, აჯამეთის, მუხნარის, ვანის, ჭიათურის, ბაღდათის და განსაკუთრებით ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, რომელსაც 24000 ჰა ტერიტორია უჭირავს. ტურიზმისა და დასვენების ზონებს მიეკუთვნება ტყიბულის, შაორისა და რიონჰესის წყალსაცავების ტერიტორია. გარდა დიდი ტბებისა იმერეთში მრავლად არის მცირე ბუნებრივი ტბები 1000 და 1500 მეტრ სიმაღლეზე ზღვის დონიდან.

ფაილი:Bagrati cathedral, georgia.jpgკლიმატი

ფაილი:KA2.jpgიმერეთი ძირითადად მდებარეობს ზღვის ნოტიო სუბტროპიკული კლიმატის ოლქში. მხარის დაბალმთიან და საშუალომთიან რაიონებში ზღვის გავლენა შესუსტებულია, თუმცა დამახასიათებელია ნოტიო კლიმატი. აქ ზამთარი ცივია და ზაფხული შედარებით მშრალი და ცხელი. იანვრის თვის ტემპერატურა +2, +5, ზაფხულში მაქსიმალური ტემპერატურა +38, +40C. ნალექების რაოდენობა 100200 მმ-ია. ნალექიან დღეთა რიცხვი საშუალოდ წელიწადში 150-ს შეადგენს; წყლის ძირითადი არტერიებია მდ. რიონი და ყვირილა.






გურია

 გურიასაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით.

ისტორიულად იგი შემოსაზღვრული იყო ჩრდილოეთით რიონით, სამხრეთით - ჭოროხით. აღმოსავლეთით ჭოროხ-აჭარისწყლის შესართავიდან მესხეთის ქედის გაყოლებით აჭარას ესაზღვრებოდა.
ამდენად გურია მოიცავდა ამამინდელი ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას, ასევე, ნაწილობრივ, ქობულეთის, ხელვაჩაურის, აბაშის, სენაკის, ხობის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქების, ფოთისა და ბათუმის ტერიტორიას.
გურია სამ რეგიონად იყოფოდა: ზემო გურია (ტერიტორია მდინარეებს რიონსა და სუფსას შორის), ქვემო გურია (მხარე ჭოროხსა და ჩოლოქს შორის) და შუა გურია (ტერიტორია ჩოლოქსა და სუფსას შორის). შესაბამისად, არსებობდა სამი საეპისკოპოსო: ჯუმათის (ზემო გურია), შემოქმედის (შუა გურია) და ხინოწმინდის (ქვემო გურია).

პირველად სიტყვა გურია ისტორიულ წყაროებში იხსენიება VIII საუკუნეში, მურვან ყრუს ლაშქრობის დროს. როგორც მემატიანე წერს, "მურვან-ყრუმ გაიარა გზა გურიისა“.
ტოპონიმ გურიის წარმოშობის შესახებ საბოლოო და დაზუსტებული მოსაზრება არ არსებობს. თედო სახოკიას მოსაზრებით, გურია შესაძლებელია გულს ნიშნავდეს (მეგრულად გური ნიშნავ გულს). გეოგრაფიულად გურია დასავლეთ საქართველოს შუაგულში მდებარეობს.
ნიკოლოზ ბერძენიშვილის მოსაზრებით გურია შესაძლებელია წარმოდგებოდეს რომელიმე დასახლებული პუნქტიდან. ბერძენიშვილს ასეთად მიაჩნია სოფელი გურიანთა.
არსებობს სხვა მოსაზრებებიც, რომლის თანახმადაც გურია არის ძველი წელთაღრიცხვის VIII საუკუნეში ურარტუს ისტორიულ წყაროებში მოხსენიებული ქვეყანა კურიანთა. ვახუშტი ბატონიშვილი ამბობს, რომ ამ მხარეში "გურიანნი", ანუ ფიცხი და ბრაზიანი ხალხი ცხოვრობდა და აქედან წამოიშვა სახელი გურია.

. გურიაში ტრადიციული ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის გარდა მღეროდნენ ოთხხმიან სიმღერა "ნადურსაც". ერთ-ერთი ხმა კრიმანჭულია. კრიმანჭული გაგრეხილ, დამანჭულ კრინს ნიშნავს. კრინი მამაკაცის ყველაზე მაღალი ხმაა. კრინს ევროპაში ფალტეცი, კრიმანჭულს კი იოდლი შეესაბამება. ხალხური გადმოცემით ამ ხმის არსებობას ბავშვებს უნდა ვუმადლოდეთ: თითქოსადა შებინდებისას უდაბურ ადგილას მარტო წასული ბავშვები თავის გასამხნევებლად და ავსულების დასაფრთხობად ასეთ ხმებს გამოსცემდნენ. კრიმანჭულს სამეგრელოსა და იმერეთშიც მღერიან. გურიასა და მთელს დასავლეთ საქართველოში გავრცელეული საკრავია ჩონგური. მას ოთხი სიმი აქვს. სიმები აბრეშუმისაა ამიტომ საკრავი ნაზ ხმას გამოსცემს. ჩონგურის თანხლებით სრულდება სახუმარო, სატრფიალო, შრომის თუ საწესო სიმღერები
ჩიჩლაკი სიცოცხლის ხის ნაირსახეობაა. მას ახალი წლის წინა დღეს თხილის ან იმერული ხეჭრელის ტოტებისაგან ამზადებდნენ და კურკანტელით, მარადმწვანე სუროთი, რიტუალური პურით, ფერადი ბაფთებითა და ხილით რთავდნენ. ჩიჩილაკი ნაყოფიერებისა და ბარაქიანობის მომნიჭებლად ითვლებოდა. ჩიჩილაკს წყალკურთხევამდე ინახავდნენ,შემდეგ კი წვავდნენ ან წყალს ატანდნენ.
გურიაში გავრცელებული საცხოვრისის ძირითადი სახეა ოდა, რომელიც მთელი დასავლეთ საქართველოსთვისაა დამახასიათებელი. ის 3-6 ოთახიანი ფიცრული სახლია ხის იატაკითა და აივნით. ოდის ოთხფერდა სახურავი კრამიტით ან ყავრითაა გადახურული. ნესტიანი ჰავის გამო სახლი ხის ან ქვის ბოძებზეა შეყენებული. ოდას ბუხრით ათბობდნენ.





სამეგრელო

სამეგრელოსამეგრელო (. სამარგალო) დასავლეთ საქართველოს-. რიონს, ცხენისწყალს, ენგურსა და შავ ზღვას. ეგრისის. XII საუკუნიდან. (აფხაზეთისა, იმერეთისა), XIII-XV(. ) ცხენისწყალს. ზუგდიდი.
გვიანდელ შუა საუკუნეებში ამ ტერიტორიაზე ოდიშის სამთავრო შეიქმნა, ახალი სახელწოდებაც აქედან მიიღო — ოდიში, . XIX . XVII საუკუნის I ნახევარში აფხაზ ფეოდალთა მოძალების შედეგად, დროთა განმავლობაში სამთავროს საზღვარმა ჯერ მდინარე კელასურზე, შემდეგ ღალიძგაზე, ბოლოს კი ენგურზე.
დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობით, მისი საქართველოში მოღვაწეობისას (1627-1654 წწ), სამეგრელო ტერიტორია ვრცელდებოდა რიონიდან კოდორამდე.
ფაილი:InguriRiverGorge (A).JPGსამეგრელო დასავლეთ საქართველოს. შავი ზღვის. მდინარე ენგურს ემთხვევა, მისი შესართავიდან სოფელ ფახულანამდე, შემდეგ მდინარე ერისწყლის. საკალმახოს, ბერზუგაბის, ჩხიანის, გვალათონას, მანდიის და – ჭალეს (ენგურის მარჯვენა შენაკადი) აუზები, რომლებიც კოდორის ქედის.
მდინარე მალთაყვას შესართავის შემდეგ საზღვარი მდინარე ენგურის ხეობის მარჯვენა ფერდობს მიუყვება და ადის ადიშის ქედის მთავარი წყალგამყოფის თხემზე, რომელიც თითქმის 50 კმ–ის სიგრძეზე (მთა დურისთავამდე) სამეგრელოს ტერიტორიას სვანეთისგან. ტეხურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფს მიუყვება, რომელიც ოდიშის ქედის. , აბაშისა და საწისკვილეს. . მდინარე. რიონთან. მდინარე ცხენისწყლის შესართავთან სამეგრელოს საზღვარი მკვეთრად უხვევს დასავლეთისაკენ და დაახლოებით 12 კმ მანძილზე მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირს გაუყვება, შემდეგ გადადის რიონის მარცხენა მხარეზე და მდინარე ფიჩორის კალაპოტს ემთხვევა, ამ უკანასკნელის პალიასტომის.ფაილი:Martvili monastery.jpgფაილი:Theatre(Zugdidi).jpg



აჭარა


აჭარა საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მესხეთის ნაწილს შეადგენდა. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია როგორც აჭარის ქვეყანა, აჭარის ჴევი ან ხეობა. იგი ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: ზემო აჭარა (რომლის ცენტრი ძველად დიდ-აჭარა იყო, შემდეგ - ხიხანი, მოგვიანებით - ხულა) და ქვემო აჭარა (ცენტრი ქედა). აჭარის ცენტრალურ ნაწილს შუახევი ერქვა.
ფაილი:Map of adjara.jpgსახელწოდება აჭარა VII საუკუნიდან გვხვდება. ვარაუდობენ, რომ იგი უკავშირდება გეოგრაფიულ სახელს - აჭი. შესაძლოა, რომ ორივე ეს სახელწოდება უკავშირდება “ჭანს” და ნიშნავს “საჭანოს”.
ლეონტი მროველის ცნობით, ძვ. წ. III საუკუნეში აჭარის ტერიტორია ქართლის სამეფოს ოძრხის საერისთავოში შედიოდა. VIII საუკუნეში იგი ბაგრატიონთა სამფლობელოს, “ქართველთა სამეფოს” ნაწილია, ხოლო XI საუკუნიდან - საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოსი. XIII საუკუნეში აჭარას სამცხე-საათაბაგო ფლობდა. XVI საუკუნის 70-იან წლებში აჭარა ოსმალეთმა დაიპყრო და მისი გათავისუფლება მხოლოდ 1877-1878 წწ-ის რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1878 წელს ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, აჭარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სხვა ისტორიულ მიწებთან ერთად საქართველოს შემადგენლობაში შევიდა თუმცა, 1921 წელს მისი გარკვეული ნაწილი, ყარსის ხელშეკრულების საფუძველზე (ზედა მაჭახელი, ზედა მარადიდი), ისევ ოსმალეთის იურისდიქციაში მოექცა. 1921 წლიდან აჭარას ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი აქვს.
 ღირსშესანიშნაობები:
გონიოს ციხე (II ს.),
პეტრა ქაჯეთის ციხე (VI ს.),
ვერნევის დარბაზული ეკლესია (XI ს.),
თხილვალის დარბაზული ეკლესია (შუა საუკ.),
სხალთის დარბაზული ეკლესია(XIII ს.),
ხულოს ციხე (შუა საუკ.),
შუახევის ციხე (შუა საუკ.),
შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდები (მახუნცეთი, დანდალო, კობალაური, კოკოლეთი, მესხიქედი, ფურტიო, ცხენკანი),
ბათუმის ბოტანიკური ბაღი



აფხაზეთი

აფხაზეთის მდებარეობა საქართველოში
 აფხაზეთი (აფხ. Аҧсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება მარიონეტული დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ. აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი. აფხაზური ტომებით დასახლებულ მიწებს. დედაქალაქი – სოხუმი.



მესხეთი

ფაილი:Mesxuri nasoflari.JPGმესხეთი ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს (ზემო ქართლი) ზოგადი სახელწოდებაა. ანტიკური წყაროებში (სტრაბონი, ძვ. წ. 64/63 — ახ. წ. 23/24) მოიხსენიება ეს ტერიტორია “მოსხიკეს” სახელწოდებით. (მოსხური ქვეყანა, მესხების მხარე) ეწოდებოდა. აღსანიშნავია, რომ ძველი ქართული წყაროები “მესხეთს” არ ახსენებენ და ამ მხარის სახელწოდებად X-XVI სს-ში ზემო ქართლი იხმარებოდა. მის პარალელურად არსებობდა ტერმინები შიდა ქართლი და ქვემო ქართლი. ზემო ქართლი მოიცავდა მტკვრის აუზის ზემო ნაწილს (სამცხე, ჯავახეთი, არტაანი, ერუშეთი, კოლა) და ჭოროხის აუზს მთლიანად (აჭარა, კლარჯეთი, შავშეთი, ტაო, სპერი). იგი სამხრეთიდან მდინარეების ევფრატისა და არაქსისაგან იფარგლებოდა ე. წ. მოსხური მთებით.
ამ ტერიტორიაზე უძველესი დროიდან სახლობდნენ ქართველები — მესხები. აქედან მოდის მხარის სახელწოდებაც. საუკუნეთა განმავლობაში მესხეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა ადმინისტრაციული და პოლიტიკური ერთეულები არსებობდა: დიაოხი, ზაბახა, ვიტეროხი (ტომთა გაერთიანებები), კლარჯეთის, წუნდის და ოძრხის საერისთავოები, ქართველთა სამეფო ანუ ტაო-კლარჯეთის სამთავრო, სამცხე-საათაბაგო, ახალციხის საფაშო.
ძვ. წ. II-I საუკუნეებში მესხეთის ტერიტორია 3 ნაწილად იყოფოდა; სომხეთს ეკავა — ტაო, სპერი და კოლა; კოლხეთს — შავშეთი, კლარჯეთი და აჭარა; ქართლს (იბერია) — არტაანი, კავახეთი და სამცხე. უფრო გვიან იბერიამ კვლავ შემოიერთა დანარჩენი მესხეთი გარდა სპერისა. IX-X საუკუნეებში მესხეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ბაგრატიონთა სამეფო (ცენტრი არტანუჯი). XII— XIII საუკუნეებიდან მესხეთი საქართველოს სამეფოს დიდმოხელე ერისთავთა, სამცხის სპასალარ ჯაყელ-ციხისჯვარელთა სამფლობელო იყო. ამ საგვარეულოს მიერ ათაბაგის სახელოს დამკვიდრების შემდეგ საათაბაგოდ იწოდებოდა (ცენტრი ახალციხე). XVI საუკუნეში მესხეთი ოსმალებმა მიიტაცეს და იქ ოსმალეთის ადმინისტრაციული ერთეული — ახალციხის საფაშო შექმნეს. ისტორიული მესხეთის ნაწილი (სამცხე და ჯავახეთი) საქართველოს დაუბრუნდა რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შედეგად, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების (1829) თანახმად. აჭარა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 ომის შემდეგ ბერლინის კონგრესის (1878) გადაწყვეტილებით.

რაჭა

ფაილი:Ratcha.jpg საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. ჩრდილოეთით რაჭას ესაზღვრება ოსეთი, ჩრდილო-დასავლეთით - ქვემო სვანეთი, სამხრეთით -იმერეთი, აღმოსავლეთით - შიდა ქართლი, დასავლეთით - ლეჩხუმი. ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა სამ კუთხედ იყოფოდა: მთის რაჭა, ზემორაჭა და ქვემორაჭა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.
ადრეულ პერიოდში რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X საუკუნის ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომლის პირველი ერისთავი რატი ბაღვაში იყო. მისი ძის, კახაბერის ძის სახელიდან მოდის რაჭის ერისთავების - კახაბერისძეთა გვარსახელი. XIII საუკუნის 80-იან წლებში დავით ნარინმა გააუქმა საერისთავო და ეს ტერიტორია სამეფო მამულებად გამოაცხადა. შემდგომში საერისთავოს აღდგენის შემდეგ ერისთავის ტიტულს ჭარელიძეთა, უფრო მოგვიანებით კი ჩხეტიძეთა საგვარეულო ატარებდა. იმერეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, რაჭის ტერიტორია ქმნიდა ჯერ ოკრუგს, შემდეგ - მაზრას.
ვახუშტი ბაგრატიონის (ბატონიშვილის) ”საქართჳელოს სამეფოს აღწერის” მიხედვით, რაჭის მხარეს სხვადასხვა დროს განაგებდა რამდენიმე თავადური საგვარეულო: წულუკიძე, იაშვილი, ჯაფარიძე, ინასარიძე, ლაშხისშვილი.

  სვანეთი


სვანეთისაქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე ე. წ. აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
ფაილი:VittfarneGeorgien 155.jpgადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით. ზემო სვანეთი შეიცავს მდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე, ხოლო ქვემო სვანეთი — ცხენისწყლის ხეობას სათავიდან მურის ხიდამდე (ქ. ცაგერის სიახლოვეს).
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთი — რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფი — სვანები.