ეკონომიკა

 
საქართველოს ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).

 

საბანკო-საფინანსო და დაზღვევის სისტემები

დიდი მამულიშვილი, ილია ჭავჭავაძე, საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკის ხელმძღვანელობის პერიოდში, ჯერ კიდევ 1883 წლიდან გაზეთ «ივერია»-ში აქვეყნებს, ხსენებული ორგანიზაციის, საზოგადოებრივი მუშაობისა და ღვაწლის შემაჯამებელ ოქმებს (რუბრიკაში «შინაური მიმოხილვა»). ეს უკანასკნელი კი საფუძველი ხდება პირველი ქართული საბანკო-საფინანსო ინსტიტუტის — პირველი საჯარო წარდგინებისა. ილია მიზანმიმართულად მუშაობდა საბანკო მომსახურების კულტურის საქართველოში დამკვიდრების საკითხებზე. ასსზე მეტი წლის შემდეგ, XX საუკუნის 90-იან წლებში, დამოუკიდებლობის დაბრუნებიდან — დღემდე, საქართველოს საბანკო — საფინანსო ჯგუფები, მათი მოღვაწეობა და მიღწევები წარმოადგენს კიდევ ერთ, უმნიშვნელოვანეს ეროვნულ ფასეულობას სტაბილური, სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე.
დღეს საქართველოს ეკონომიკის სექტორში მუშაობს რამდენიმე ძლიერი კომერციული ბანკი და ბანკების ასოციაცია
  •  ფულადი ერთეული: ქართული ლარი - 100 თეთრი, მონეტები: 2 და 1 ლარი, 50,20,10,5 თეთრი.

      ვალუტის გადაცვლა შესაძლებელია ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ  სხვა   მრავალ   პუნქტში.
    •  საკრედიტო ბარათები: სასტუმროების, სავაჭრო ცენტრებისა და დიდი მაღაზიების უმეტესობა მუშაობს VISA, Master Card-ის  და American Express -ის საკრედიტო ბარათებით. 

    • თავისუფალი ინდუსტრიული ზონა: თავისუფალი ეკონომიკური ზონა ფოთის პორტის ტერიტორიაზეა (საერთო ფართობი -400 ჰა).


      •  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი: 1 768 კმ-ს სიგრძის (საქართველოში 249 კმ) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი მილსადენია.



      •  სამხრეთ კავსკასიის გაზსადენი: 2006-ში გახსნილი ეს გაზსადენი ბთჯ-ის ნავთობსადენის დერეფანში გადის და კასპიის ზღვის შაჰ დენიზის საბადოდან გაზით საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს ამარგებს.
       
      • დასავლეთის საექსპორტო მარშრუტის მილსადენი (ბაქო-სუფსა): კასპიის ზღვის შირაქის საბადოდან აზერბაიჯანის სანგაჩალის ტერმინალის გავლით დასავლეთ საქართველოს სუფსის ტერმინალს აწვდის ნავთობს. ნავთობსადენის ნახევარი საქართველოში გადის. 
       მაგისტრალური ნავთობი და გაზსადენები: ევროპისა და ცენტრალური აზიის მიჯნაზე მდებარე საქართველო, რამდენიმე მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეგიონის დამაკავშირებელი ხიდია. ცენტრალური აზიიდან დასავლეთ ევროპაში ნავთობისა და გაზის ტრანზიტის უახლოესი მარშრუტი საქართველოზე გადის.დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე გრძელდება საბაზრო რეფორმები. ეკონომიკის მთავარი დარგებია სოფლის მეურნეობა (ჩაი, ციტრუსი, ხილი, თამბაქო, ღვინო), მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, ჰიდრორესურსები. დიდი ყურადღება ეთმობა საკურორტო-ტურისტული კომპლექსის აღდგენას, რომელიც ადრე ყოველწლიურად 2 მლნ ადამიანს ემსახურებოდა. სოფლის მეურნეობის პროდუქცია (ყურძენი, ჩაი, ციტრუსები); მთავარი სავაჭრო პარტნიორებია რუსეთი (18 %), თურქეთი (14 %), აზერბაიჯანი (12 %) და აშშ (6 %). • ერთობლივი ეროვნული პროდუქტი: სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა 32; 1 სულ მოსახლეზე — 860 $. • ვალუტა — ქართული ლარი (GEL).